ფოთში წყალარინების 37 მილიონიანი პროექტი მიმდინარეობს

ფოთში წყალლარინების (საკანალიზაციო) სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ღირებულება 37 მილიონ 400 ათას აშშ დოლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “აზერაგრარტიკინტი” ახორციელებს.

როგორც ფოთის მერიის პრეს-სამსახურში განმარტავენ, „ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში აშენდება კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა, ხოლო კანალიზაციის სისტემის ნაწილი შაუერთდება სამხრეთ ნაწილში არსებულ გამწმენდ ნაგებობას. ამ სრულმასშტაბიანი პროექტის რეალიზებით საფუძვლიანად შეიცვლება ფოთის საკანალიზაციო კომუნიკაციების თითოეული სეგმენტი. მიმდინარე სამუშაოებზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული.“

წყალარინების სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი