ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.

„ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, ისინი პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ პასუხს, თუ რატომ ვერ მოხერხდა სიღარიბის შემცირება ქვეყანაში, რა გავლენა მოახდინა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლების მიერ დაშვებულმა შეცდომებმა მოსახლეობის სოციალური მდგომარობის გაუარესებაზე და რა ზომებს იღებს მთავრობა მის გამოსასწორებლად.

ამასთანავე, საპარლამენტო ფრაქციას სურს, პრემიერისგან მოისმინოს თუ რა მდგომარეობაშია ბავშვთა სიღარიბე ქვეყანაში და როგორ აპირებს პენსიონერების სიღარიბის ზრდის შეჩერებას, მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების პირობებში.

ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქცია გიორგი გახარიას პარლამენტში  29 მაისს ელის.

კომენტარები

დატოვე კომენტარი