პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი 17 საათზე გახდება ცნობილი

ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 14 ივნისს 17:00 საათზე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბბარში განაცხადა.

კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.

“დღეს 5 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება. თუ ვინ იქნება დასახებული და გადაწყვეტილება 17.00 საათზე გახდება ცნობილი”,- განაცხადა კალაძემ. მას არ დაუკონკრეტებია თუ ვინ განიხილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

კომენტარები

დატოვე კომენტარი