პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა განცხადებით გადადგომის შესახებ პრემიერ-მინისტრს დღეს, თავად მიმართა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნული განცხადება, დღესვე დააკმაყოფილა.
გიორგი მღებრიშვილი აღნიშნულ თანამდებობდაზე გასული წლის 18 ნოემბერს დაინიშნა, მანამდე ის 2015 წლის აგვისტოდან, 2017 წლის ნოემბრამდე შინაგან სამქეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.