რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე, თუმცა სხვა ძალებს აქვთ – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, არჩევნები წარიმართება სხვა ძალების მხრიდან უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა”.

„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ არსებითი გავლენა მოახდინოს საქართველოში საარჩევნო პროცესებზე. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, რაც საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს სამწუხაროა, ვისმენთ, ათასგვარ მუქარას და შანტაჟს. ამ ყველაფერს ერთადერთი მიზეზი აქვს, მიზეზია ის, რომ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან კონკრეტული ადამიანები გულდაწყვეტილები. მათ იმედი აქვთ, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნებას, რათა მეორე ფრონტი გახსნან, რასაც ვერ ეღირსებიან. ქართული საზოგადოება, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში.

არჩევნებზე გავლენის მოხდენას რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გვყავდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში, მედიარესურსები უნდა გქონდეს. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს, თუმცა სხვა ძალებს აქვთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი