პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორების ვაკანტურ თანამდებობებზე დანიშვნა რამდენიმე დღეში მოხდება.
“ჩვენ უახლოეს დღეებში წარვადგენთ ახალ გუბერნატორებს, მე ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ დავნიშნოთ ჩვენს რეგიონებში გუბერნატორები, ერთიანად მოხდება წარდგენა ახალი გუბერნატორების საზოგადოებითვის” – განაცხადა ბახტაძემ.
ხუთი რეგიონის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც 26 ივლისს პრემიერმა თანამდებობიდან სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-თიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის გუბერნატორები გაათავისუფლა.