საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მართლმადიდებლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
”მინდა, ჩვენს ყველა თანამემამულეს, ყველა მართლმადიდებელს მივულოცო ქრისტიანობის ყველაზე დიდი დღესასწაული და გისურვოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და საქართველოს გამთლიანება“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
„ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დღეს ძალიან დიდი დღეა, ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე“, – დასძინა გიორგი კვირიკაშვილმა.