პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვს.
კითხვაზე, რამდენად აქვს გვარამიას პრემიერ-მინისტრობის პერსპექტივა, კობახიძე პასუხობს, რომ “თანამდებობები ჯერ ერთმანეთში უნდა გაიყონ.”
“ნუ, ჯერჯერობით, მას მელიასთან აქვს კონკურენცია და ერთმანეთში იმედია, გაიყოფენ თანამდებობებს. რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი, ბარიერის გადალახვის რესურსი ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას, ბუნებრივია, არ აქვს. შესაბამისად, დანარჩენი ცარიელი საუბრებია,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.