მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს, ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება – პრემიერი

პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა პასუხი უნდაა აგოსღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში სჩადის.

კერძოდ, პრემიერმა უპასუხა მედიის კითხვას პრეზიდენტის განცხადებაზე ოლიმპიელების დაჯილდოებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მცდელობები კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

პარალელურად, პრემიერის თქმით, მმართველი გუნდი ოლიმპიელების დასაჯილდოებლად ყველა შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის, საჯარო ღონისძიებასაც.

„საჯარო ღონისძიებასაც განვიხილავთ. ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ არის აგვისტოს თვე, შესაბამისად, თბილისიდან ძალიან ბევრი ადამიანია გასული – ასეთ დროს მუხტი ვერ შეიქმნას, როგორიც ჩვენს ოლიმპიელებს ეკუთვნით, თუმცა ყველა შესაძლებლობას განვიხილავთ. ეს ღონისძიება არ გამორიცხავს სხვა ტიპის ღონისძიებას, რომლებიც შეიძლება გაიმართოს საჯარო სივრცეში. იმ განცხადებებს აღარ გამოვეხმაურები, კინკლაობის კიდევ ერთი გამოვლინებაა, რასაც ის ცდილობს.

მგონი, სალომე ზურაბიშვილს ხალხის უნდა ეშინოდეს და ის, საბოლოო ჯამში ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება. ის დიდი ხანი არ იქნება პრეზიდენტი. რეალურად მოუწევს თვალი თვალში გაუსწოროს საქართველოს მოსახლეობას. საბოლოო ჯამში, მანაც პასუხი უნდაა აგოს იმ ღალატისთვის, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ჩადის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი