პრეზიდენტმა გვითხრა, რომ კონსტიტუციას არ ცნობს – პრემიერი

პრემიწრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პრეზიდენტმა უხეშად დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი.ეს რა თქმა უნდა, მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი ყოველთვის უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ, უხეშად დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება შემდეგ პროცედურას, ირაკლი ღარიშვილის თქმით, იმპიჩმენტის პროცესის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი