პრემიერი ფრენების აღდგენაზე განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ რუსეთთან ამ საკითხზე მოლაპარაკებები არავის გაუმართავს.
“ძალიან ბევრი ბიზნესმენი და ძალიან ბევრი ქართველი, ეს არის მილიონზე მეტი ქართველი, რომელსაც აქვს ორმაგი მოქალაქეობა და არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და არიან ამავდროულად რუსეთის მოქალაქეებიც. ისინი ბუნებრივია, მათი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ, რომ ბიზნეს საქმიანობა აქვთ, პირდაპირ მიმოსვლები აქვთ, ოჯახები, ნათესავები ჰყავთ აქ ადგილზე, დაინტერესებული იყვნენ, რომ ყოფილიყო და აღმდგარიყო პირდაპირი ფრენები. ეს არ არის დამალული ფაქტი.
ჩვენც ვიყავით მათ შორის დაინტერესებული, რომ ჩვენი მოქალაქეები, რაც გამარტივდება და რაც გაამარტივებს გადაადგილებას, იოლი იქნება და იაფი იქნება უფრო, ეკონომიური იქნება, რა თქმა უნდა კარგია. ეს ჩვენ არაფერი არ დაგვიმალავს. თქვენი პრობლემა რაში მდგომარეობს, მეგობრებო, თქვენ ყოველთვის რაღაცას მალავდით ხალხისგან და უმალავდით ყველაფერს. ყველაფერს აკეთებდით ხალხის საზიანოდ, ჩვენ ღიად ვაკეთებთ ყველაფერს. ამაშია ჩვენი სიძლიერე ამიტომ წყნარად იყავით“, – განაცხადა პრემიერმა.