პრემიერი შამბას განცხადებას პასუხობს

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას ეხმაურება. პრემიერის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზებაა ერთიან და ევროპული ტიპის ქვეყანაში ცხოვრება.

,,ევროპული ტიპის სახელმწიფოს ჩამოყალიბება არის ჩვენი შეთავაზება, სადაც დაცულია ყველას ღირსება, უფლებები და თითოეულ მოქალაქეს აქვს საშუალება ნიჭისა და პოტენციალის რეალიზაციის”, – აღნიშნა ბახტაძემ.

გუშინ “ეხო მასკვიმ” გამოაქვეყნა ინტერვიუ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, სადაც სერგეი შამბამ თქვა, რომ საქართველოსთან დიალოგის დროა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი