საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები დღეს სენაკში იმყოფებოდნენ, სადაც შპს “შავი ზღვის ცემენტის” ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.
საწარმოში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური ინვესტიცია ჩაიდება და საბოლოო ჯამში ქარხანა ყოველწლიურად 1.5 მლნ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს.
ცეზარ ჩოჩელის კომპანიაში აცხადებენ, რომ ქარხანაში 500-ზე მეტი ადგილობრივი დასაქმდება.