მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, დავით საყვარელიძის ინფორმაციით, სააკაშვილი სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპეცრაზმმა დააკავა.
მიხეილ სააკაშვილი რესტორან „სულგუნში“ დააკავეს, – ამის შესახებ სააკაშვილის პრესსამსახური იუწყება.
„მიხეილ სააკაშვილი მიხაილოვსკის გამზირზე, რესტორან „სულგუნში“ დააკავეს. მოსული იყო სამი ავტომობილი“, – წერია სააკაშვილის პრესსამსახურის განცხადებაში.
სააკაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის ეროვნულ პოლიციაში არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.
უკრაინის პროკურატურის პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით კი, დაკავებასთან არანაირი კავშირი მათ არ გააჩნიათ.
მათი უწყების მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ამ ეტაპზე არც უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესსპიკერი ელენა გიტლიანსკაია ადასტურებს.