საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. “კაბელების საქმეზე” სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, ის განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება საქმის მსვლელობას.
მარგველაშვილს მიუღებლად მიაჩნია, რომ პროცესის მიმდინარეობისას არაერთმა პოლიტიკურმა პირმა თავისი პოზიცია დააფიქსირა ამ საკითხზე.
“მე სასამართლოს დამოუკიდებლობას ვცემ პატივს და არ გამიკეთებია განცხადება. მიმაჩნია, რომ როდესაც მოსამართლე შედის გადაწყვეტილების მისაღებად, არ უნდა ფიქრობდეს მაღალი თანამდებობის პირის განცხადებაზე. პოლიტიკური ელფერის თაობაზე კითხვის ნიშნები დაფიქსირდა საზოგადოების მხრიდან პოლიტიკოსების განცხადებების გამო. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარეც, რომ მეც მომისმენია ბევრი პოლიტიკოსის განცხადება ამ საკითხზე, განსაკუთრებით ყურადღებით დავაკვირდები ამ საქმის მიმდინარეობას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, ე.წ. “კაბელების საქმეზე” ბრალდებულ ხუთივე პირს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მისაჯა.