საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბაბუა გახდა. მის ქალიშვილ ანა მარგველაშვილს შვილი შეეძინა, რის შესახებაც პრეზიდენტი „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს:
„ერთი საათის წინ შემეძინა შვილიშვილი! უზომოდ ბედნიერი ვარ! ჩემს პატარა გოგონას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ერთიან საქართველოში ცხოვრებას!“, – წერს პრეზიდენტი.