“რადიო თავისუფლების” კითხვაზე რა შედეგი ექნება ევროპულის საბჭოს მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ უარყოფითი პასუხს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ეს ძალიან ცუდი იქნება.
„ძალიან ცუდი. ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე. ეს საზოგადოებაში ძალიან დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევს, განსაკუთრებით ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ. ვფიქრობ, ახლა ყველა დარწმუნებულია იმაში, რომ პასუხი აუცილებლად დადებითი იქნება. მაგრამ ვფიქრობ არაფერი შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად, სანამ ის არ გაკეთდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.