საქართველოს საპატრიარქო, საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„პრეზიდენტმა პატრიარქს წარუდგინა თავისი ხედვა, რაც დაკავშირებულია ჩვენს საზოგადოებაში შერიგების პროცესთან. მისი უწმინდესობაც და, ბუნებრივია, ეკლესიაც, ამჟამადაც, როგორც ყოველთვის, დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.