საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ხანძარი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის ეროვნული გალერეა გაანადგურა, ყველა ჩვენგანისთვის ტრაგედიაა. ვწუხვარ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ისე რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, აღადგინოს ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, გუშინ, აფხაზურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოხუმში სამხატვრო გალერეაში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 4000-ზე მეტი ნამუშევარი განადგურდა.