ტერორი საქართველოში! “ოცნების” სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის სახეს – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შს სამინისტროს მიმართავს.

“მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე საპასუხოდ, რაც ქუჩებში ხდება და დაუყოვნებლივ დააკავოთ პასუხისმგებელი პირები, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი აღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს, ტელევიზიის პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ – იმ ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა და სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ თავიანთ საქმეს ასრულებენ!“ – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ამსახველ კადრებს აზიარებს.

„უდავო მტკიცებულება – და მაინც პოლიციის ან პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ამ დრომდე არანაირი რეაგირება. მოვუწოდებ შსს-ს, მიიღონ დაუყოვნებლივი ზომები იმ სისასტიკეებზე საპასუხოდ, რაც ქუჩებში ხდება და დაუყოვნებლივ დააკავოთ პასუხისმგებელი პირები“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი