საარჩევნო კოლეგიამ ყაველაშვილი პრეზიდენტად აირჩია

300-წევრიანმა კომისიამ საქართველოს პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილი აირჩია.

ყაველაშვილის სასარგებლოდ, ხმა 224-მა წევრმა მისცა. მას მხარი არ დაუჭირა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ, რომელმაც თქვა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს.

პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევენ. შესაბამისად, არ აღიარებენ დღეს გამრთულ არჩევნებსაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი