საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მილოცვას ავრცელებს.
“გულითადად ვულოცავ შობისა და ნათლისღების დღესასწაულს სომეხთა სამოციქულო ეკლესიას და მის მრევლს მსოფლიოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით კი – საქართველოში მცხოვრებ სომხური წარმოშობის ჩვენს თანამოქალაქეებს. მათთან ერთად ვულოცავ იმ კონფესიების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს უფლის გამოცხადების დღესასწაულს ზეიმობენ. ვუერთდები თქვენს სიხარულს და გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას”, – წერს ზურაბიშვილი.