პრეზიდენტმა 159 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი