პრეზიდენტმა აჭარის მთავრობა გადააყენა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობა გადააყენა და აჭარის უმაღლესი საბჭოს რეგიონის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძე წარადგინა.

კანონმდებლობით პრეზიდენტს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ორ შემთხვევაში შეუძლია დანიშნოს რწმუნებული: როცა გადააყენებს ან უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას.

პრეზიდენტი, აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციებს დილიდან მართავს. დღესვე უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა იგეგმება, რომელზეც ხვალინდელი სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრება. პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები, იმის შესახებ, რომ  უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს მთავრობის თავმჯდომარე.

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარის არჩილ ხაბაძემ  პოსტი 6 ივლისს დატოვა. ამასთან დაკავშირებით მან საგანგებო პრესკონფერენცია გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ ის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს.

2012 წლის 30 ოქტომბერს უმაღლესმა საბჭომ არჩილ ხაბაძეს და ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. ხაბაძის მინისტრთა კაბინეტი ხელისუფლებაში 44 თვის განმავლობაში იყო.

კომენტარები

დატოვე კომენტარი