პრეზიდენტმა არჩევნები ჩანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

“ხელი მოვაწერე არჩევნების გამოცხადების განკარგულებას. მოგვიახლოვდა გადაწყვეტილების დღე, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის. დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან. ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია, ეს არჩევანი ქვეყნის ბედს მრავალი წლით განაპირობებს,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი