პრეზიდენტმა “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო, – ინფორმაციას ადმინისტრაცია ავრცელებს.
“საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო ,,შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.