პროკურატურამ მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, კომპანია პროქტერ ენდ გემბელის ელექტრონულ ფოსტაზე, ბრალდებულებმა პარტნიორი საწარმოს სახელით ყალბი შეტყობინება გაგზავნეს და დაზარალებულ კომპანიას 333 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს.
თანხა ფულის გათეთრების მიზნით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა საზღვარგარეთ დანაწევრებით გადარიცხეს, რითაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს. ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს ბრალდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა. ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა შეეფარდათ.