პუბლიკაციის “საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები” პრეზენტაცია გაიმართა

დღეს ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა გამართა პუბლიკაციის “საქართველოს კონფლიქტები: რატომ უნდა გადაიხედოს რადიკალური ნარატივები” პრეზენტაცია ზუგდიდში. პუბლიკაცია მომზადდა სამშვიდობო პოლიტიკის ექსპერტების – ნათია ჭანკვეტაძისა და ქეთევან მურუსიძის მიერ პროექტისთვის “საქართველოს მომავალი”, რომელიც ხორციელდება შვედეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ფინანსური მხარდაჭერითა და “კარნეგი ევროპასთან” თანამშრომლობით.

შეხვედრას დაესწრნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, თვითმმართველობისა და ე.წ. საზღვრისპირა სოფლების წარმომადგენლები.

ექსპერტებმა CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ისაუბრეს საქართველოს გაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ. შეხვედრის განმავლობაში არაერთხელ აღინიშნა, რომ აუცილებელია მოხდეს კონფლიქტის ტრანსფორმაცია და, რომ რადიკალური ნარატივები აფერხებს ტრანსფორმაციის პროცესს, რის შედეგადაც კიდევ უფრო უცხოვდებება ქარველი, ოსი და აფხაზი საზოგადოება ერთმანეთის მიმართ.

დამსწრეები აქტიურად იყვნენ ჩართული დისკუსიაში და გამოთქვეს მოსაზრებები, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგ ერთიანი ანგარიშის სახით გადაეცემათ შესაბამის საჯარო უწყებებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი