პუტინი საქართველოს მოსახლეობას გამარჯვების დღეს ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 9 ქვეყნის სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს გამარჯვების დღეს ულიცავს.

“ქართველი და მოლდოველი ხალხებისადმი მიმართვაში ვლადიმერ პუტინმა მათ მოუწოდა, შეინარჩუნონ ჩვენთვის ანდერძით დატოვებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციები, არ დაუშვან ჩვენი საერთო ისტორიული მემკვიდრეობის დავიწყება და მეგობარ ხალხებს შორის შუღლის დათესვა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ამასთან, კრემლის ცნობით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებსაც მიულოცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი