რუსული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.
მედიის ცნობითვე, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა“.
შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში.