“პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ ნატო-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოვახდენო”

ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილს, თუ ნატო-ზე და ევროკავშირზე უარს არ იტყვი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიას მოვახდენო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

„საქართველო არის ძალიან მძიმე სიტუაციაშია. ვლადიმერ პუტინმა უთხრა ივანიშვილის ორი თვის წინ, თუ შენ არ გამოაცხადებ ნეიტრალურ სტატუსს, თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატო-ზე, ევროკავშირზე, ე.ი. საქართველოს დამოუკიდებლობაზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსიასო. ზუსტად ისე, როგორც მოახდინა ყირიმის ანექსია. თქვენ ამაზე ივანიშვილი არ გიყვებათ, იმიტომ რომ საერთოდ არ ფიქრობს, რომ თქვენს წინაშე ანგარიშვალდებულია, მაგრამ მე ვალდებული ვარ გითხრათ, იმიტომ რომ, ეს ზუსტად ვიცი”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული სამთავრობო ცვლილებები სწორედ პუტინის ამ ულიტმატუმს უკავშირდება.

„ივანიშვილი რას შვება, იმის მაგივრად, რომ თქვენ მოგიყვეთ და მოგმართოთ, რომ ხალხო, ასეთი პრობლემა მაქვსო? – ის სისულელეებს გიყვებათ. გადააყენა თავდაცვის მინისტრი, რომელიც არ მოსწონდათ რუსებს (არც მე მომწონდა, მაგრამ რუსებს კიდევ უფრო მეტად არ მოსწონდათ), დანიშნა ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრად, გახარია, რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტი დანიშნა პრემიერ-მინისტრად და ფიქრობს, რომ როგორმე რუსები დაწყნარდებიან, მაგრამ ივანიშვილს არ ესმის, რომ ეს რუსებს არ დააკმაყოფილებს. რეალურად, ახლა საქართველო არის უპატრონოდ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი