ქარბუქი, ძლიერი თოვა, ზვავსაშიშროება და შტორმი – 4-დან 6 თებერვლამდე ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს.

„4 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან, 6 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ძლიერი ქარი. მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ლიპყინული, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი