„ქართული მარშის“ წარმომადგენლები „ამირანში“ შესვლას ცდილობენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებს პოლიცია შესვლის უფლებას არ აძლევს.
აქციის ზოგიერთი მონაწილე საპატრულო პოლიციის მიერ განთავსებულ რკინის ჯებირზე გადასვლას ცდილობს. მათ ნაწილს ნიღბები უკეთია.
„ამირანთან“, სადაც ქართულ-შვედური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.