თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, საქართველო დაბრუნდება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაცხადა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დელეგაციის სახელით, ჩვენი გუნდის სახელით. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად უალტერნატივო, ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში ჩვენი დელეგაცია არ აპირებს მუშაობის გაგრძელებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და დელეგაცია წყვეტს მუშაობას, მოხდება ამ დელეგაციის გამოწვევა საქართველოს პარლამენტის მიერ. თუ შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავბრუნდებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ასეთ ვითარებაში, რასაც დღეს ვხედავთ, იქ მუშაობას არავითარი აზრი არ აქვს. ეს არის საკმაოდ მარტივი საკითხი. რაიმე არსებითი მნიშვნელობა დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, თუმცა აბსურდულობა არის ამ გადაწყვეტილების ასპექტი, რომელიც ანალიზს იმსახურებს“, – განაცხადა კობახიძემ.