ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბიულრია. ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი სამივე დაზარალებულს თავის ტვინის შერყევა აღენიშნება. ორი მათგანი სტაციონარში მკურნალობს, ერთი კი ბინაზე გაეწრეა.
„სამი პაციენტია შემოყვანილი სტაციონარში, მათგან ორს აღენიშნება თავის ტვინის შრყევა, ერთს თავის ზედაპირული ტრამვა, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია, ორი მათგანი აგრძელებს მკურნალობას სტაციონარში, ერთი მათგანი გაეწერა ბინაზე“ – განაცხადა მორიგე ექიმმა ნინო მგალობლიშვილმა.
დაზარალებულთაგან, ყველაზე მძიმედ, ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი ლიკა დემეტრაძეა, რომელსაც ტავის ტვინის შერყევასთან ერთად, მცირე ამნეზია აქვს და გარკვეული მომენტები არ ახსოვს. დემეტრაძეს კისერზე ორმხრივი ნაჭდევიც აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ცემეს. როგორც ერთ-ერთი თვითმხილვევლი მერი შენგელაია განმარტავს, პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები სოფელ დიდინეძში წინასარჩევნო ფლაერებს არიგებდნენ, რა დროსაც მათ თავს რამდენიმე შუახნის მამაკაცმაკაცი დაესხა და ახალგაზრდები უმოწყალოდ სცემეს. შენგელაიას განმარტებით თავდამსხმელები ნაციონალური მოძრაობის წევრები და მხარდამჭერები იყვნენ.
„ასე თქვეს ამამაღამ პატრონი არ ყავთ ამათო და უმოწყალოდ სცემდნენ ყველას, როცა ახალგაზრდული ერთ-ერთი წევრი ლიკა დემეტრაძე ჩვენს ბიჭებს გამესარჩლა, მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოძალადეებთან ასევე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან კახა ქირია, ვერ გეტყვით ის ფიზიკურად შეეხო თუ არა ჩვენს ახალგაზრდებს, თუმცა ის იქ იმყოფებოდა“ – განმარტავს შენგელაია.
საავადმყოფოში მივიდა და დაშავებულთა მდგომარეობას ადგილზე გაეცნო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ადგილზე იმყოფებიან ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები.