“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსად ზუგდიდში გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დაინიშნა

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიას მეორე ტურისთვის ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს.

“Newsportal.ge”-ს გუბერნატორის პრესსამსახურში განუმარტეს, რომ მოწერელია “ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსად დაინიშნა. ის პარტიის აქტივს დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ წარუდგინა.

შტაბის უფროსის მოადგილეები კი ლაშა გვასალია და დავით დავითულიანი იქნებიან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი