“ქართული ოცნების” სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ეუთოს წარმომადგენლებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილის სამეგრელოს საარჩევნო შტაბის ახალი ხელმძღვანელი, ალექსანდრე მოწერელია, ეუთოს  წარმოამდგენლებს – მარცელა მასკოვას და იურკი კანკაანპაას შეხვდა.

ალექსანდრე მოწერელიამ სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლებს, რეგიონში არსებული წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ჩვენ გვაქვს და გავაგრძელებთ მეტ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, ეს არჩევნები ჩვენს რეგიონში ჩაივლის მშვიდად და გამჭირვალედ. ჩვენი ხელისუფლების დროს ყველა არჩევნები ტარდება მაღალი დემოკრატიული სტანდარტით და ასე იქნება მეორე ტურის შემთხვევაშიც“ – განაცხადა შეხვედრაზე საარჩევნო შტაბის უფროსმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი, ალექსანდრე მოწერელია რეგიონის საარჩევნო შტაბის უფროსად გუშინ დაინიშნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი