ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ოჯახის ინფორმაციით პოლონეთში მოკლული იპოვეს, ცოცხალია.
22 წლის ბექა ტაბაღუა დაჭრილია და საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც გაირკვა, დაჭრილი ტაბაღუა ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და სასწრაფო გამოიძახეს, მისი მობილური ტელეფონის საშუალებით კი ბოლო აკრეფილ ნომერზე დარეკეს და უთხრეს, რომ ახალგაზრდა ქუჩაში გარდაცვლილი იყო. სწორედ ამან შეიყვანა შეცდომაში ტაბაღუას ოჯახი.
ცნობისთვის, ქალაქ ზიმოვას საავადმყოფოში, ბექა ტაბაღუა რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და დანით, გულ-მკერდის არეში ჭრილობები აქვს მიყენებული.