უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დღეს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.

აფხაზეთიდან დევნილი გელენიძე ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. იგი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 სექტემბერს გაემგზავრა.

მისი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო.
ახალგაზრდა მამაკაცი 17 ნოემბერს ბახმუტთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი