ქობულეთში ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრი “რეალური გზა” გაიხსნა

ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოს“ მხარდაჭერით ქობულეთში აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვების წარმატებული აბილიტაციის ხელშეწყობის“ პროექტი განხორციელდა.

პროექტის წარმდგენია ორგანიზაცია ”მედიცინის პოპულარიზაციის ცენტრი”, განხორციელებაში კი მონაწილეობას მიიღო ,,საქართველოს აუტიზმის ასოციაციამ“. წარმოდგენილ პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს აუტიზმის ასოციაციის პრეზიდენტი და აუტიზმის კვლევის და ხელისშეწყობის ფონდის დამფუძნებელი სოფიო კერესელიძე; ილიას სახელობის უნივერსიტეტთან არსებული ,,ბავშვის განვითარების კლინიკის” ხელმძღვანელი ფსიქოლოგი, ასოცირებული პროფესორი, BCBA – თინათინ ჭინჭარაული და კლინიკის ფსიქოლოგები.

როგორც ქობულეთის ბავშვთა ადრეული განვითარების ცენტრში განმარტავენ, პროექტის მიზანს წარმოადგენს ქობულეთის რაიონში აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აუტიზმის ცენტრის ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა და ასა-ს მქონე ინდივიდთა უფლებების ადვოკატირება, მათთვის აუცილებელი სპეციფიური სერვისის მიღების შესაძლებლობაზე ზრუნვა და ამ სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდა.

“ინდივიდუალური ფსიქოლოგიური ტრენინგის ღირებულება საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, ძალიან მაღალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ასეთ ბავშვებს სჭირდებათ კვირაში მინიმუმ 25 საათი მეცადინეობა, სრულიად ნათელია, რომ ოჯახების უმრავლესობა ვერ შეძლებს ამ თანხის გადახდას. არადა საჭირო სერვისის შემთხვევაში ბავშვების დიდი რაოდენობა (დაახლოებით 50%), როგორც 2 წელიწადში პრაქტიკულად, კარგავს დიაგნოზს. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა, პროექტის პირველ ეტაპზე (1თვე), თბილისში, ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის ბაზაზე მოხდა 13 სპეციალისტის მომზადება 12 კრედიტიანი ტრენინგ-მოდულის ფარგლებში. აღნიშნული ტრენინგ-მოდული მოიცავს ABA-ში საბაზისო თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღების 80 საათს. ცენტრს აქვს თავისი ვებ-გვერდი ინტერნეტში, ფეისბუკ გვერდი, რომლებიც, გარდა იმისა, რომ ბავშვების ინტერესებს გაახმიანებს, მშობლების და ოჯახის წევრების, ასევე ახლობლებისთვისაც იქნება განკუთვნილი. თუკი ისინი სწორად არ იქნებიან ინფორმირებულნი, აბილიტაციის ცენტრი სასარგებლო შედეგზე ვერ გავა. პროექტის მეორე ეტაპზე ქობულეთის აუტიზმის ცენტრის ბავშვები შეფასდნენ თბილისელი სპეციალიტების მიერ. ბავშვებისთვის ინდივიდუალური პროგრამები დაიწერა. ცენტრმა ფუნქციონირება სოფელ მუხაესტატეში დაიწყო, ჯერჯერობით. შვიდ ბავშვს დისტანციური სუპერვიზიის მეშვეობით 13 ქცევის თერაპევტი ემსახურება. პროექტის შედეგად შეიქმნა ასა-ს მქონე ბავშვებისთვის სერვისი ქობულეთის რაიონი იქნება უფრო მეტად მორგებული აუტიზმის სპექტრის მქონე ინდივიდების საჭიროებებზე და მათ არ მოუწევთ რეგიონიდან თბილისში ჩასვლა სერვისის მისაღებად. ქობულეთის სერვის-ცენტრში სპეციალისტების გარდა მშობლებიც იქნებიან დასაქმებულები, მოხდება მათი ცოდნის დონის გაზრდა ასას-თან დაკავშირებულ საკითხებში და გამოყენებითი ქცევის ტექნიკის ანალიზის ტექნიკის დაუფლება. აღნიშნული გააიმჯობესებს მშობლების ბავშვთან კომუნიკაციას და მისცემს მათ ბავშვთან ეფექტურად მეცადინეობის შესაძლებლობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისათვის სწორი პრაქტიკის ხანგრძლივად მიღების თვალსაზრისით და (არა მხოლოდ ცენტრში მომსახურებისას). ათი ბავშვი უკვე ერთ წელიწადში შეძლებს ინდივიდუალური, ბავშვის საჭიროებებზე მორგებული სერვისის მიღებას. ამდენივე ოჯახისთვის ეს იქნება მნიშვნელოვანი სოციალური მხარდაჭერა. გაიზრდება რეგიონალური კადრების კვალიფიკაცია, რომლის გამოყენებაც სხვა რაიონებშიც იქნება შესაძლებელი”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი