გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ივნისს
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტთა ნაწილს.
ზუგდიდში – 10:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ინგირს, ჭითაწყარს,აბასთუმანს,ურთასა და მიმდებარე სოფლებს.
ხობში – 10:00-დან 17:00 საათამდე სოფლებს: ხეთას,ხამისქურს,თორსასა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 15:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ზ.გამსახურდიას,ფარნავაზ მეფის,ჭანტურიას,აღმაშენებელის,ტაბიძის,სევასტოპოლისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე მალთაყვის დასახლების ნაწილს.
სენაკში – 11:20-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ლეძაძამეს,ფოცხოს,უშაფეთსა და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხაში – 11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჩქვალერს,საჩინოს,ჯვარს,ნაკიფუსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქუჩებს: მიქავას,კვარაცხელიას,ი.შანავასა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.