ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ “2008 წელს პარტნიორები აფრთხილებდნენ, წასულიყო ემიგრაციაში, მაგრამ არავინ არსად წასულა, რითაც გადაარჩინეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა“.

“პირდაპირ ეთერში მიმდინარე ქვეყნის ღალატის ქრონიკა. საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში და სრულად უსაფუძვლოდ არის ყველაზე დიდი ნაძირალობა და ღალატი, რაც შეიძლება ჩაიდინო.

ივანიშვილმა თავის დროზე სცადა ხელოვნურად პროვოცირება ჰააგაში ჩვენი სამხედროების მიმართ საქმის დაწყების, საქართველომ მოიგო და ივანიშვილმა წააგო, ამიტომ ახლა რუსეთის დავალებით რევანშის აღებას ცდილობს ამ უბადრუკი კომისიით.

2008 წელს პარტნიორები მაფრთხილებდნენ, რომ წავსულიყავი ემიგრაციაში, სხვა შემთხვევაში პუტინი მომკლავდა, მაგრამ ფეხი არ მომიცვლია, არავინ არსად არ წასულა, რითაც გადავარჩინეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ამით ვამაყობ.

რაც არ უნდა წყენები გქონდეს, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა “მე რა შუაში ვარ” პოზიციის დაკავება სრულიად გაუგებარია, როდესაც ქვეყანა სასიკვდილო საფრთხის წინაშეა. ყველა შუაშია, როცა საქართველოს ინტერესებს ეხება საქმე”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი