ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში სიტუაცია კონტროლირებადია.

“ჯამში 466 შესაძლო შემთხვევა იყო, რომელიც საჭიროებდა კვლევას. აქედან კი კორონავირუსის დადასტურებული ოდენობა არის კვლავ 15. მათგან 2 უკავშირდება ირანში მოგზაურობას, 1 ესპანეთს, 7 იტალიას, ხოლო 5 იტალიაში მოგზაურებთან კონტაქტს“ , – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მედპერსონალს დაუღალავი შრომისთვის მადლობაც გადაუხადა.

როგორც ცენტრში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი