რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება

საქართველოს პროკურატურა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს პროკურატურა ევროპელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების წინააღმდეგ გამოძიებას.
პროკურატურა თბილისში საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, რამდენიმე ლოკაციაზე საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებებს ატარებს.

საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, კერძოდ თაღლითური ქოლცენტრების სისხლის სამართლის საქმეს”, – წერია განცხადებაში. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი