საქართველოს მესამე პრეზიდენტი სახელმწიფო ლიდერების რიტორიკას პასუხობს, რომლებიც ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ომი უნდა.
“რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგით რა!.. ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი”, – წერს სააკაშვილი.