რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა მთელ საქართველოში ეკრძალებათ

მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებენ. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე. რა თქმა უნდა, გარდა ამისა, მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ დღეის მდგომარეობით უკვე ეს შეზღუდვა მოქმედებს. ჩვენ გვაქვს შეზღუდული იმ სოციალური ღონისძიებების ჩატარება, როგორიც არის ქორწილები, ქელეხები, დაბადების დღეები, ნათლობები და მსგავსი სოციალური სუფრები, მათი სტუმრების რაოდენობა შეზღუდულია 10 კაცამდე. კვლავ შევახსენებ მოსახლეობას და გთხოვთ, დავიცვათ ეს შეზღუდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი