რიკოთის გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 ნოემბერს, 08:00-დან 18:00 საათამდე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე განხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი