რიკოთისა და გორის გვირაბებში შეზღუდვები დაწესდა

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ში მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, მოვლა-შენახვის (გვირაბის თაღისა და სავალი ნაწილის გარეცხვის, ჰორიზონტალური მონიშვნისა და სხვა) სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით, დღეიდან 26 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, ღამის 00:00 სთ-დან  დილის 07:00 სთ-მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვისას სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე  მექანიზმების მორიგეობა.

შეზღუდვები დაწესდა გორის საავტომობილო გვირაბშიც ასევე მოვლა-შენახვის სამუშაოების განხორციელებასთან დაკავშირებით. დრიდან 23 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე აღნიშნული გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი)  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

24 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით კი, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე,  აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი)  იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი