რიონში 12 წლის მოზარდს ეძებენ

აბაშის სოფელ გულეიკარში, მდინარე რიონში, უკვე მეორე დღეა 12 წლის ბიჭს ეძებენ.

მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარეში გუშინ დღის საათებში ჩავიდა, თუმცა, წყლის სიღრმიდან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.

ამ დროისთვის, ადგილზე ცოცხალი ძალა და მყვინთავებიც მუშაობენ. გაშლილია საველე კარავი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი