რობოტი სოფია საქართველოს ეწვია

თბილისს, “ღია მმართველობის პარტნიორობის” (OGP) სამიტის ფარგლებში რობოტი სოფია ეწვია.

“მოგესალმები საქართველო, მიხარია, რომ ამ ულამაზეს ქვეყანაში მომიწვიეს”, – განაცხადა  სოფიამ სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე გამართულ პრენსკონფერენციაზე.

სოფია მონაწილეობას მიიღებს სამუშაო სესიაში „ინოვაციები საჯარო სერვისებში“.

საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის ნილს სკოტის განცხადებით, სოფიასთან საუბარი მომავალთან საუბარს გვაგონებს.

რობოტი სოფია 2015 წელს Hanson Robotics-ის მიერ შეიქმნა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი